დამელოდეთ

Posted in უკატეგორიო | No Comments

დამელოდეთ , მალე მოვალ ბოზეშ ! :)

მე მომბაძე ბოლოს და ბოლოს

Posted in my შემოქმედება, თამბაქო, თბილისი, სენტიმენტალь, წვიმა | 4 Comments


დიდი ხნის მერე , აი მერე , როცა სიგარეტს მოწევ, მიხვდები რომ მე მართალი ვარ. საერთოდ ხელოვნებას თითქოს უხდება თამბაქოს კვამლი მაგრამ , შენ მაინც მიხვდები …
თითქოს ასი წელი გავიდა იმის მერე , ხანდახან მინდა რომ ვიფიქრო და ფიქრი მეფანტება … ხანაც კი სულ არ მინდა და თვითონ მოდის… ჩემი ყველაზე “ჩემთავთან ცნობილი” ფიქრია : როგორ შევდივარ მწვანე ავტომობილით იმ ქუჩაზე, იმ არკაში სადაც ფეხი ავიდგი, ამ ფიქრში რატომღაც პატარა ვარ , ხო - ხო პატარა ვუზივარ საჭეს…
დრო გადიოდა , ეს ბებერი , გადმოკიდული აივნები კი - თითქოს რო დღე დღეზე რომ მიწას შეეხებიან - ყოველ დღე , ყოველ ჩავლა - ჩამოვლაზე სხვადასხვა ისტორიებს მიყვებიან და ყოველთვის მათბობენ , ადამიანებისგან განსხვავებით… სხვა ქალაქებისა რა გითხრათ მაგრამ - ზუსტად ვიცი რომ ყველაზე მეტად თბილისს წვიმა უხდება.

ყოველდღე გაიღიმე და დამანახე შენი თეთრი კბილები - თამბაქოს წევას კი თავი დაანებე, მე მომბაძე ბოლოს და ბოლოს :) !

დღეს

Posted in დღეს, პროსტა პოსტი | 2 Comments

hm

hm


დღეს დიდი დღე იყო - როგორც იტყოდა დიდი მია ! :)
ესეიგი, დილიდან დავიწყე სახლის ლაგება , დათო (მამა) დამპირდა რაღაცეებს მოგიტან რაც გამოგადგებაო , ჰოდა ჩემი ძველი ხარახურები მივალაგ მოვალაგე რაც გადასაყრელი იყო გადავყარე, ხო კიდე კაი თამთა და ბექა დამადგნენ თორე მარტო ვერ გავქაჩავდი. მოკლედ ავაყირავე რაც ასაყირავებელი იყო, გადავყარე რაც გადასაყრელი იყო და კმაყოფილი სახით ველოდე დათოს. :) გავიდა ხანი და ოიი რას ხეადავს ჩემი თვალები :D დათომ მომიყვანა გრუზავიკი (პატარა გრუზავიკი) გამოტენილი იმნაირივე შკაფებით და რაღაც უაზრო და აბსოლუტურად გამოუდეგარი(ჩემშემთხვევაში) ნივთებით. ხოდა საღამომდე მოვუნდი დაჯღანული სახით ამ ხის უაზრო ფორმების კედელთან ისე მიყუდებას რომ რაც შეიძლება დიდი ადგილი დამრჩენოდა მეორე ოთახში .. :( ვოტ ტაკ ! ხვალ გადავყრი რაც არ მომეწონება და რაც მომეწონება ფეხებს მოვაჭრი რო დაბალი იყოს :)) წავედი მე მიას ველაპარაკები სკყპეში , თუ რამე გინდათ მეემეილეთ :)

ვისაუბროთ ქართულად :)

Posted in უაზრო გასართობი .., ქართულად | 5 Comments

“ძველ - ქართული ჭეშმარიტი სიტყვების “საერთაშორისო” კრებული :
შეცდომაა სწორია მართლა
კალგოტკა - კოლგოტი : ))) (საწმერთული)
პაკრიშკა - პოკრიში (საბურავი)
შნურუკი - შნუროკი (ზონარი)
ბასანუჩკი - ბოსანუშკი (მაშიები)
:))) თუ კიდე გავიხსენებ დავწერ :) თქვენც მიაკომენტეთ რა . მე ხშირად მხვდებიან ამგვარად მოსაუბრე ადამიანები :)

ფოტო ფილმი

Posted in my შემოქმედება, video, ვიდეო პოსტ., ფოტო ფილმი | 10 Comments

დღეს გადავწყვიტე გავნაგრძო ჩემი ფოტო ფილმების სერია :) ხოდა მე და მიამ რაღაცეები მოვიფიქრეთ :) იხილეთ თრეილერი :)
ველი კომენტარს (იცოდეთ ) :)

სხვა გზა

Posted in video, დილა, ვიდეო პოსტ., პროსტა პოსტი | 14 Comments

იცინეთ ბატონო :D
მიკროფონმა გაატრაკა არადა მინდოდა ვიდეო პოსტი ხოოდა
აი ასეთი ახალი გზა ვიპოვე :D

NIKELODEON

Posted in NIKELODEON, დრო, პროსტა პოსტი, ძველი | 10 Comments

ძველი ჩანაწერი wordpress-იდან :)

იყო დრო როდესაც სიამოვნებით ვუყურებდი ამ არხს… დღემდე ჩემი საყარელი გმირია “არნოლდი” მულტისერიალიდან “ჰეი არნოოოლდ” . სამწუხაროდ არხმა მთლიანად შეცვალა “მენიუ” კიდევ იყო “კენენ ი კელ” კიდევ “სპანჩბობ” ეს უკანასკნელი დღემდე გადის თუ არ ვცდები. ხო კიდევ “კლარისსა” . მოკლედ კარგი იყო. ერთხელ არნოლდის ყურებით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე ბეისბოლი მეთამაშა, გამოვთალე დიდი ხის ნაგლეჯისგან :)) - ” ბიტას ” მიმსგავსებული ჯოხი და ჩოგბურთის ბურთი, მეგობარს დავუძახე და მინდორზე დავიწყეთ თამაში. სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა და დაღლილ დაქანცულები დავბრუნდით ისევ “ნიკოლოდეონის” საყურებლად. ამის შემდეგ მეგობარმა დედამისს ამერიკიდან ბეიზბოლის სათამაშო ატრიბუტებიც კი გამოაგზავნინა , მაგრამ უშედეგოდ ვცდილობდით ამ თამაშის ათვისებას :) კარგი იყო ბავშვობა . ეხლა ვიხსენებდი და ვცდილობდი ტელევიზორში დამეჭირა ეს არხი მაგრამ უშედეგოდ, “აიეტს” თუ აქვს ნეტა ეს შესაძლებლობა კიდევ…

თემა შევცვალე

Posted in სანამ აღდგომა მოვა | 2 Comments

აბა მეგობრებო ! :D თემა შევცვალე და ერთი პოსტი არ დავწერო ?

ძალიან მომწონს დღევანდელი დღე ,  ყველა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება და მაგარი ფუსფუსია ქალაქში , ხო ამ ყველაფერთან ერთად, ერთხელ ყვავას ეწერა რომ ყველა თავის სამკვიდროში, (სოფლებში) მიდის და რჩება მხოლოდ ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობა , თანაც სულ წვიმს და ბლუზ-ური ამინდია.. ასწორებს მოკლედ…

ხო მართლა მოგწონთ ახალი თემა ?

P.S.  უბრალოდ P.S. :D

როგორც ყოველთვის გათენდა

Posted in გაზაფხული, დილა, დრო, ლიტ.., სენტიმენტალь | 4 Comments

და აი მომდევნო პოსტმაც არ დააყოვნა…

gaTenda! miTumetes Senc Tu mieCvie, imedgacruebas da umizezo sixaruls , Cemi Zmakaci yofilxar. dilidan arasakmarisi trampliniT iwyeba cxovreba am oTaxSi, rodesac 10 lariani Cinuri saaTis saSualebiT iwyeb drois SegrZnebas da Tvalebis Wyletas, cotaxanSi xvdebi rom unda gamocvalo! ara mxolod imitom rom Cinuria , aramed (imitomac rom) am saaTSi arasdros araferi ar Cans da miTumetes ZiriTadad sul areulia… ise Ddizains arauSavs. Zveli fanjrebis CarCoebidan , civi haeri uberavs, arada gareT Tbila. raoden sakvirvelic ar unda iyos cota xanSi xvdebi rom es yvelaferi Senia da memgoni giyvars kidec.. rac mTavaria Tu “cxovreba mSvenieria” –s logikiT vicxovrebT , maSin …

- ici ra momenatra?

- ra?

- ra da gaxsovs, Cvens bavSvobaSi TeTri , pudramoyrili zefirebi rom iyo?

- au , exla TiTqos movkbiCe. magari iyo!

- ho.

- biWo.

- hou.

- gaxsovs “pravas” ra martivad iRebda xalxi?

- au , amis deda movtyan , ra araferma ar mogviwia , Cvens Taobas !

- (icinis.)

ca isev moRrublulia da me mixaria. albaT isev wvima mova da cotas davsveldebi.

ახალი ამბავი

Posted in my S k O l S k I, my car, მანქანა, პროსტა პოსტი | 1 Comment

დღეს ფორუმზე ვინმე ლილიანს გამოველაპარაკე და მასთან საუბრისას აღმოხდა რომ ჩემი ბლოგი ნანახი ქონდა და გამახსენა ბლოგის არსებობა, რისთვისაც დიდი მადლობა ლილიანს… ისე რა ლამაზი ნიკიააა .. :)

სად დავიკარგე და არ ვიცი უბრალოდ ხან ვარ წერის მუღამზე ხან არა…

ახალი ის მოხდა რომ შევიძინე ახალი ავტომობილი (ახალი პირობითად) 96 წლიან RAV4 (toyota) მერე სურათებსაც დავყრი… ძალიან გახარებული ვარ მაგრამ , ისეთი არა როგორც ველოდებოდი რომ გამიხარდებოდა.. ალბათ დროთა განმავლობაში მოვა - როგორც ყოველთვის - ყველაფერს გვიან ვიაზრებ და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სათანადოდ ავღნიშნავ.

დღის newsები ასეთი იყო მერე კიდევ დავპოსტავ…რამე რუმეებს. ..

ბოლო 12 კომენტარი

გამოსართველად დააჭირე ||

ბოლო 12 პოსტი

უკანასკნელი ჩანაწერი:

My Mail :

მეზობელი ბლოგები :

საინტერესო ბმულები

კალენდარი

მარტი 2010
« იან    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივები

Meta

მთვლელი

საიდან შემოვიდნენ

free counters