tit

tit

მოკლედ გადავწყვიტე დამეწერა ჩემი პირველი კრიმინალური შედევრი :D
იხილეთ ნახევრამდე :

ნიკო დაუკაკუნებლად შემოვიდა ღია კარებში , ჩვენ ინსტიქტურად გავხედეთ და ველოდებოდით რომ მოგვესალმებოდა მაგრამ ხმა არ ამოუღია ისე ჩამოჯდა სავარძლის ხელის საყრდენზე. მე სულ ნერვები მეშლებოდა ვინმე რომ საყრდენზე ჯდებოდა და ჭრიალი გაჰქონდა თითქოს წუთი წუთზე ჩატყდებოდაო და თითქმის ყოველთვის შენიშვნას ვიძლეოდი, მაგრამ ნიკუშას რაღაცნაირი – ვაჯკაცური მზერა ჰქონდა და თითქოს ვერ შევბედე რამის თქმა.. თანაც ველოდებოდი ,ასე ჩუმად ხომ არ იჯდებოდა. ის კი იჯდა .. ჩვენ Pink Floyd – ის საღამო გვქონდა Wish You Were Here უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ოთხივე ნიკუშას შევცქეროდით რომ რაიმეს იტყოდა, მუსიკის დამთავრების შემდეგ მაინც. სიმღერამ ბოლოჯერ ამოისუნთქა და აფლოდისმენტების ჩანაწერი დაიწყო , მერე ყველაფერი დადუმდა და ნიკუშამ მაგიდიდან თონის პურის ყუა მოტეხა, ასე თავაწეული შეექცეოდა თითქოს ჩვენ არ ვარსებობდეთ. მერე გიომ რაღაც დებილური ციტატა წამოიძახა , როგორც იცის ხოლმე დაზეპირებული ფრაზების უადგილო ადგილას ჩაჭედება : “ ცხოვრება ისევ გვიტოვებდა საფიქრალს იმაზე თუ როგორ უნდა გვეფიქრა მომავალზე.” თქვა და საპირფარეშოში გავიდა – მოსაფსმელად. მე ნიკუშას თვალებში ვუყურებდი , როგორც ვიცი ხოლმე , თავიდან არ იმჩნევდა მერე შემომხედა და გამიღიმა ისე – როგორც ყოველთვის - სიცოცხლის განაწილებით.

- ნიკუშ - ნინო
- ჰო ?!
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ როგორ ხარ?
- მე ? .. მე კარგად ! მოხდა რამე , ნიკუშ ?
- არა ტო ! .. არაფერი .
- აბა რა ჩუმად ხარ?
- ვფიქრობ – გაიღიმა , ძველებურად.
დაამთავრეს თუ არა დიალოგი ნიკუშა წამოდგა და წიგნებში დაიწყო ქექვა . აღარ მახსოვს რა წიგნი ამოარჩია , რაღაც თხელყდიანი გამოიღო თაროდან და ჩააცქერდა, ჩვენ დიდად არ ავღელვებულვართ ნიკუშას ქცევით . საერთოდ უცნაური ტიპია ნიკო ხან “ისეთია ხან ესეთი” ხშირ შემთხვევაში მკაცრი , ყველაფერს ცივად უყურებს და უმეტესად არაფრით ინტერესდება , აქვს რაღაც გატაცებები , მაგალითად : შეუძლია მთელი დღე იჯდეს და ჩიტებს უყუროს.. ან კიდევ დაიდოს წინ დიდი თაბახის ფურცელი , მოიმარჯვოს ფანქარი და უცქიროს ჰორიზონტს მაგრამ , ფურცელი ისევ ისეთი ცარიელი დატოვოს როგორიც აიღო .
წიგნი გადაშალა და ფურცვლას შეუდგა, თითქოს რაღაცას ეძებდა. ამ დროს გიო დაადგა თავზე და ხელი მხარზე დაადო :
- ნიკუშ შე ძველო.
ნიკომ ამოხედა და მხარზე დადებულ ხელს თავის ხელი დაადო ისე რომ ხმა არ ამოუღია, საერთოდ ყველას ერიდებოდა მასთან ახლოს მისვლა …
-უტოპიაა ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვა !
- რა არის უტოპია ?
- შიში და ჩვენც …
- ჩვენც?
- ხო ჩვენც !
- ჩვენ რა შუაში ვართ ? და საერთოდ რომელ შიშზე ლაპარაკობ ?
- შიში სიკვდილზე და ილუზიები მარადიულობაზე … და ჩვენც ! უტოპიაა!
- შენ ?
- მე? - გაეცინა – მეც !
- შენც უტოპია ხარ? - შეშინებული სახით ჰკითხა გიომ.
- არ ვიცი.
- მოწეული გაქვს?
- არა!
- აბა რა გჭირს?
- 1 კვირის წინ … – ჩაფიქრდა , ალბათ ფიქრობდა ღირს თუ არა ამის მოყოლა.
- რა? რა ერთი კვირის წინ ?

ჩემს ეზოში გამოვედი მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ , ჩემი მეზობელი როლანდი ჩამოვიდა , ერთი ორი ხელი ვითამაშეთ, მერე ტელეფონმა დაურეკა ..
როლანდი ძველი ნარკომანი გახლდათ , ჩვეულებრივი ნარკომანებისგან ერთი განსხვავებით – ჭირივით ეზიზღებოდა ვალის დადება “ლომკაზე” უფრო ვალის ეშინოდა. უბანში ყველა იცნობდა და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობდა.
ლაპარაკის დროს მომშორდა , მერე დაბრუნდა და დაძაბული სახით პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ცოტა შევცბი, ველოდებოდი თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დამემშვიდობა, მოიმიზეზა საქმე მაქვსო და სახში აიძურწა – ალბათ გასაჩხერად. მეც წასვლას ვაპირებდი , რომ არა ეზოში შემოჭრილი ბიჭები – თავიანთი ჩოგნებით მოვიდნენ – ყველას ევასება ჩემთან თამაში , ხო იცით ყველას ვანგრევ… საღამომდე ვთამაშობდით, თითქმის ყველა ხელი მოვიგე . რო მობინდდა როლანდაც ჩამოვიდა, ხელი გამომდო და გვერდით გამიყვანა, სახის მიმიკებით მეუბნებოდა საქმე მაქვსო , მეც უყოყმანოდ გავყევი. შედარებით ბნელ კუთხეს მივადექით და დაიწყო .
ოდნავ წელში მოხრილი , შავი სათვალე მუდამ თავზე , ხელები იდაყვებამდე დაშვებული, იდაყვებს ქვევით ჰორიზონტალურად და გაუჩერებლად მოძრაობდნენ და პირიც გააღო.
- ნიკუშ, ჩემი ძმა , არ შეგაწუხებდი მაგრა რო არ მენძრეოდეს , რაღაც მინდა გთხოვო
- რა ხდება?
- რა ხდება და ეხლა აქ მოვარდებიან …
- ვინ მოვარდებიან ?
- კაროჩე “როჯებს” წამალი ავახიე .
- მერე?
- მერე ხო იცი მე წამლის შემნახავი არ ვარ… მოკლედ სულ გავიჩხირე , ეს ტიპები კიდე მაგარი ბესპრიდელი სასტავი აღმოჩნდა , კაი ხანია ვემალები , ამოვიდა ყელში , ეხლა დამირეკეს და ველოდები რა.
- აქ მოვლენ?
- ჰო მოვლენ და აზზე არა ვარ რა იქნება.
- მე რა უნდა ვქნა?
- შენ ზარმაცასთან უნდა გავარდე , ბიჭებს დაუძახო და “რკინები” წამოიღოთ.
- ეხლავე ?
- ხო რაც უფრო იშუსტრებ უფრო კაია რა .
- კაი…
ესე დასრულდა ჩვენი დიალოგი , მე ზარმაცასთან გავარდი და იქ 5 თუ 6 კაცი დამხვდა განგრეულ კაიფებში, ერთი სამჯერ მაინც ავუხსენი საქმის ვითარება , მერე სამი კაცი წამოდგა , ზარმაცამ ორი აბრეზი მომაწოდა , წელში გავირჭე ორივე , ერთი პატარა ავტომატი შავ პარკში ჩადო და ისიც მე მომაწოდა. თვითონაც ქამარში მოითავსეს რამოდენიმე პისტოლეტი, არ გამტყდომია , ისეთ კაიფებში იყვნენ ნაღდად არ ქონდათ რკინების თრევის თავი. ნელნელა დავეშვით ქვევით , ერთ ერთის თეთრ BMW – ში ჩავსხედით და ერთი ორჯერ კინაღამ ბოძსაც შევასკდით , მერე ვთხოვე საჭესთან დამსვით მეთქი – არ გატყდომიათ სიხარულით დამსვეს, გზაში რამოდენიმეჯერ ძაღლებმა ჩაგვიარეს , ისეთმა ოფლმა დამასხა სულ დავსველდი, მაგრამ გადავრჩით . მოკლედ მივადექით არნოლდას ეზოს , მაგიდის ჩოგბურთი უცბათ აიშალა შავების ბანდა რო დაინახეს. მეც ცოტა მეამაყებოდა რო “ვზროსლ” სასტავთან ესე კარგად ვიყავი. არნოლდა კუთხეში იყო ჩაცუცქული და ტელეფონზე ლაყბობდა. ბიჭებმა ჩაპროშნეს. მერე ორი სიტყვით საქმესაც შეეხნენ და კარგა ხანს სხვა უაზრო თემებზე ლაპარაკობდნენ, შიგადაშიგ წამალზეც. დაახლოებით 2 საათში შავი მერსედესი შემოვიდა ეზოში , მე მთელი სხეული ამიკანკალდა და განსაკუთრებით მარჯვენა ფეხს ვერ ვაჩერებდი. ვიღაც სიმპათიური ტიპი გადმოვიდა მარჯვნიდან , მერე დანარჩენი ორი კარიც გაიღო და გადმოლაგდნენ , სულ ბოლოს საჭეს ვინც მართავდა ის ჩამოვიდა მანქანიდან, პირველგადმოსული (სიმპათიური) გვიახლოვდებოდა ნელნელა და მე უფრო და უფრო ვკანკალებდი, ჩვენები გაყინული სახეებით იდგნენ და ოდნავ ქანაობდნენ, ცდილობდნენ არ შეემჩნიათ. როგორც იქნა მოვიდა ეს ტიპი ჩვენთან და იკითხა :
- როლანდი რომელია?
- მე ვარ ძმაო – უპასუხა როლანდიმ.
ხელი ჩამოართვეს :
- გუგა ძმაო.
- სასიამოვნოა – უპასუხა როლანდიმ ხრინწიანი ხმით.
მერე ყველას დაგვიარა და გაგვეცნო , ჩემთან რო მოვიდა რატომღაც გაეღიმა, მაგრამ მალე გადაუარა. დანარჩენ ტიპებს ხელი დაუქნია და აქეთ მოიწვია , ყველამ ანალოგიური პროცედურა ჩაატარეს . ბოლოს გუგა როლანდისთან მივიდა და ჰკითხა - “მოჟნა”? – და ხელმკლავი გამოსდო , მერე ნელი ნაბიჯით მეორე ბნელი კუთხისკენ გაეშურნენ. დანარჩენები დაცვასავით იდგნენ ჩვენს წინ. კარგა ხანს ლაპარაკობდნენ როლანდი და გუგა დაახლოებით 20 წუთში ოდნავ ხმას აუწია როლანდმა და გინების ხმაც მოისმა, უფრო ავნერვიულდი , მერე ჩქარი ნაბიჯით ჩვენსკენ წამოვიდნენ ორივე. გუგამ თავით ანიშნა – მანქანაშიო, თავისიანებს. არნოლდა ჩვენთან მოვიდა და “უკან გაყვეთო” , ჩვენ უხმოთ ჩავჯექით მანქანაში , საჭიესთან თვითონ არნოლდა დაჯდა. ნელა დაიძრა ჩვენს წინ შავი მანქანა და ჩვენც გავყევით. გზაში არნოლდამ იბაზრა :
- კაროჩე დედა მოიტყნა რა.
- რა მოხდა – ზარმაცა.
- რა და ეგ წამალი ბიჭო იცი ვისი იყოო? ვისი მეთქი მე ვუთხარი და ვასილასიო. ვინაა ვასილა , მეთქი მე ჩვეულებრივი ბარიგა ვავწეწე …
- მერე რაო?
- რაო და როგორც მივხვდი , ეგ ვასილა ყველაზე “კრუპნი” გადამყიდველია რა.
- ბარიგა?
- ხო შეჩემა ბარიგა იგივე – გადამყიდველი.
- და ეხლა სად მივდივართ ?
- მე უთხარი წამო და თბილისის ზღვაზე გავაიასნოთ მეთქი აქ რა პონტია მეთქი.
ამ სიტყვების გაგონებაზე გულმა ბაგაბუგი ისე დამიწყო მე ვიფიქრე გზაში რამე არ დამემართოს მეთქი.
- შენც რა მაგარი როჟა ხარ , პერესტრელკები გვინდა ეხლა ჩვენ?
- ნუ გეშინია არ ჩანან ეგეთი როჟები , პროსტა ვიბაზრებთ , იქნებ პირიქით…
- რა პირიქით?
- იქნებ გავუიასნო ჩემი პონტი რა.
როლანდა მთელი გზა ღერი-ღერზე ეწეოდა . მერსედესი არ ჩქარობდა და გზა დიდხანს გაგრძელდა, იმდენი აზრი მიტრიალებდა თავში … ბოლოს ვიფიქრე რა მინდოდა რას ვთანხმდებოდი ?! ვაფშე რა მინდა მორფინისტებში რო ვზივარ ეხლა და ვიღაცის წამლის ამბავზე სადღაც გაურკვეველ ადგილას მივდივარ, თან ავტომატი და ორი აბრეზი … ბოლოს მოვიფიქრე და ეს აბრეზები სავარძლის ქვეშ შევყარე , ავტომატი ძალიან პატარა იყო და იმდენად არ მიშლიდა ნერვებს როგორც ეს “აბრეზები” . …

გაგრძელება იხილეთ შემდეგში :)