07
ბლოგს რომ ობი არ მოედოს
რამეთუ ვახო ძალიან დაკავებულია, გადაწყდა, რომ მე დავპოსტო. მე კი მია გახლავართ
ალბათ გაინტერესებთ რას აკეთებს ლეგენდარული ბლოგერი, თანაც ისეთს, რომ მე ვპოსტავ. აი რა, დრო შენების და დრო წინსვლის!
მოკლედ ვახო პატარა რემონტუშკას აკეთებს სახლში(მეორე სახლში, სადაც, ალბათ, მალე გადავა და დამოუკიდებლად იცხოვრებს). ენთუზიაზმით სავსე ვახტანგი უშუალოდ არის ჩართული სამუშაოებში, შესაბამისად დაკავებულია, ამიტომ, დროებით, მისი ბლოგის მეურვეობას მე ვიღებ.
სხვათაშორის, ეს რემონტი ძალიან კარგი საშუალება გამოდგა ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, განტვირთვისთვის. იმ დროს, როცა რუსთაველზე ადამიანების გარკვეული ჯგუფი, გაურკვეველი მოტივებით, თბილისის ჩვეულ რიტმს არღვევს, მთაწმინდის ერთ პატარა ეზოში ზუსტად იციან რა და რისთვის კეთდება_ერთი ნაბიჯი დამოუკიდებელი მომავლისკენ! სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს რაღაცნაირად იმედისმომცემია ![]()
ვოტ ტაკ! ვახოს სტილს ძალიან რომ არ გადავუხვიო, დაგემშვიდობებით და თუ ამის საჭიროება კიდევ იქნება, ისევ შეგეხმიანებით. მოკლედ, წარმატება უსურვეთ ვახუნას ცხოვრების ახალ ეტაპზე და თუ შეგიძლიათ მიბაძეთ კიდეც ![]()
თუ რამეა, დამაბარეთ და გადავცემ ![]()
post by http://violetmia.wordpress.com

ვაა საღOლ ვახოს!!
რა სერიოზულად მოეკიდა მაგ საქმეს!!!
გადაეცი საღოლ მაგარი ხარ ძალიანთქოო!!!
და შუბლზეც აკოცე რა : )
დასვრილია, ჯერ ვერ ვაკოცებ:D
მია
ხვალ იყოს, თან არც მე ვარ მთლად სუფთა, ბევრი მტვერი ვყლაპე
მოკითხვა დაგაბარო, ბანალური ვიქნები; დახმარება შევთავაზო, შეუძლებელია… ისღა დამრჩენია, ეს ოირველი ნაბიჯები დაულოცო დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ და გონიერება ვუსურვო.